რასაკვირველია, ჩვენ კარგად გვახსოვს ისტორია და ყველაფერი მახსოვს, რაც იყო აქამდე, რაც იქნება იმის დიდი იმედიც მაქვს, მაგრამ ამ ერთმა თამაშმა ჩვენ მოგვცა არა მარტო განცდა, არამედ, რეალური ცოდნაც იმისი, რას შეიძლება ჩვენმა ნაკრებმა მიაღწიოს, - ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
კითხვაზე, როგორც არ უნდა დასრულდეს ტურნირი, რას მოგვცემს ეს მთელს ქვეყანას, გია მურღულიამ უპასუხა, რომ უკვე მოგვცა.
„შესანიშნავი მიღწევაა ევროპის პირველობაზე პირველად მოხვედრა და იქ თამაში, მაგრამ ჩვენ ამას არ დავყაბულდებით, რასაკვირველია, იმიტომ, რომ, განვითარებას არ აქვს საზღვარი, არც ჩვენს ოცნებებს აქვს საზღვარი, ოღონდ უნდა ვთქვა, რომ ეს ოცნება უნდა იყოს დაფუძნებული რეალისტურ მიზნებზეც, რეალისტურ ამოცანებზეც და ობიექტურ ხედვაზეც და მაშინ წარმატების მეტი შესაძლებლობა გვექნება.
რასაკვირველია, ჩვენ კარგად გვახსოვს ისტორია და ყველაფერი მახსოვს, რაც იყო აქამდე, რაც იქნება იმის დიდი იმედიც მაქვს, მაგრამ ამ ერთმა თამაშმა ჩვენ მოგვცა არა მარტო განცდა, არამედ, რეალური ცოდნაც იმისი, რას შეიძლება ჩვენმა ნაკრებმა მიაღწიოს.
ვილი სანიოლმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ახსენა ერთი სიტყვა, რომელსაც ხანდახან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნიჭიერების შემდეგ. ის, რომ ქართველები ნიჭიერები ვართ ამ სფეროში, ეს ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ და კიდევ ბევრჯერ დავამტკიცებთ ამ ამბავს. შესანიშნავი ახალგაზრდებიც მოდიან, სხვათა შორის. მან ახსენა სიტყვა დისციპლინა. ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება. ამის ძალიან სერიოზული ნიშნები იყო გუშინ. ასეთი კონცენტრაციით მოთამაშე საქართველოს ნაკრები იშვიათად მახსოვს. წეღან მე ვახსენე მეკარე, ვახსენე ნახევარდაცვა, ვახსენე თავდასხმა, სადაც ცოტა ფრთხილად ვარ მე, ეს არის დაცვის ხაზი. ერთი ორი შეცდომა დავუშვით იქ, ორივე გოლად დაგვიჯდა, მარტივი წესი დავარღვიეთ და იმიტომ.
მოწინააღმდეგის თავდადებაც და ოსტატობაც უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვლაპარაკობთ. ჩვენ შეგვეძლო გუშინ და ეს ობიექტური შედეგი იქნებოდა, რომ ეს თამაში ორით-ორი დამთავრებულიყო. სამართლიანი შედეგი გუშინდელი თამაშის იყო ორით-ორი“, - განაცხადა გია მურღულიამ.