ადამიანის საათის ისრები წინაც მიდიან და უკანაც. რაც იყო და რაც არის, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმაზე, რაც იქნება, - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„დრო მიდის კაცის გარეთ, მაგრამ რჩება მასში - უკვე საბოლოოდ ჩაიარა იმან, რაც გახსოვს და მუდმივად ცოცხლობს შენში.
ადამიანის საათის ისრები წინაც მიდიან და უკანაც.
რაც იყო და რაც არის, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმაზე, რაც იქნება.
ყველა ადამიანს თავისი დრო აქვს - ამქვეყნად ყოფნისაც და ამა თუ იმ მომენტის სიმცირისა თუ ხანგრძლივობისა.
ადამიანი ანიჭებს მნიშვნელობას თავისი ცხოვრების კონკრეტულ დღეს, საათს, წუთს თუ წამს.
ყოველი ჩვენგანი საკუთარ დროს ქმნის“,- წერს გია მურღულია.