ახალ დღეს შეუძლია გაქციოს იმად, ვინც აქამდე არ იყავი და ეს შენი პიროვნული სახის მორიგი კარგი განზომილება იყოს.
ადამიანი მუდმივად უნდა ეძებდეს და პოულობდეს თავის ახალ "მეს" (რა თქმა უნდა - მთავარი, არსებითი სახის დაუკარგავად). - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"სამუდამოდ ნუ შეეჩვევი იმას, ვინც ხარ - გახდი უფრო მეტი, უფრო უკეთესი, უფრო ძლიერი.
სპორტული ოლიმპიადა 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.
ადამიანის სრულყოფის ოლიმპიადა მთელი ცხოვრება გრძელდება.
გაბედულად - საკუთარი თავის უკეთესი ვერსიისკენ!
რა კარგი დღე გათენდა ამისთვის, არა?! 🙂" - წერს გია მურღულია.