ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი გია მურღულია წერს:
ადამიანები ისე რომ ცხოვრობდნენ, როგორც ლაპარაკობენ (ანუ - ქადაგებებში, განზრახვებში, ნატვრებში, წარმოსახვასა და დაპირებებში), მაშინ არ მოუწევდათ იმაზე ლაპარაკი, სინამდვილეში როგორც ცხოვრობენ.
კარგი სიტყვისა და კეთილი საქმის ერთიანობა სამყაროს ბედნიერებაა.
მათი გათიშვა და დაპირისპირება კი - მთავარი უბედურება.
დღეს (იქნებ მერეც) შეეცადე, შენი სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ დააშორო.
რაც უნდა ძნელი ჩანდეს, ასე უფრო ადვილია ცხოვრება.