ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი გია მურღულია წერს:
"სისუფთავე, სხეულის გარდა, სულსაც სჭირდება, რომელსაც შეიძლება უზნეობისა და უპასუხისმგებლობის ტალახიც წაეცხოს და განუვითარებლობის ხავსიც მოედოს.
გადამრჩენელი წყალი სიყვარული და განათლებაა.
ორივე ღმერთის სახე და ხატია - ადამიანში გადმოსული.
გზაც არის - ციდან მიწისკენ და მიწიდან ცისკენ.
ყოველი გათენება ამ გზაზე გადადგმული მორიგი ნაბიჯი უნდა იყოს.
მხოლოდ ამას ჰქვია "ცხოვრება".
დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია და უბრალოდ დროს ხარჯავს."