თბილისში, პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოება და საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აქცია გამართეს. შვიდ ხიდზე შეიკრიბნენ და ერთმანეთს „ცოცხალი ჯაჭვით“ დაუკავშირდნენ. 

ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც აქციას ზაარბრიუკენის მოედანზე შეუერთდა.

„ერთობის ჯაჭვის“ აქციაზე იმყოფებიან პოლონელი ევროპარლამენტარი მიხაუ ვავრიკევიჩი და ლიეტუველი ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი, რომლებიც მანამდე ოპოზიციის წარმომადგენლებს, შემდეგ კი, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

ფოტოს ავტორი მირიან მელაძე.