ხაშურში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
ქალაქის ცენტრში განთავსდა საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიების ფარგლებში საშობაო ბაზრობაც მოეწყო, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინ. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სადღესასწაულო აქტივობები. პატარებს უმასპინძლა თოვლის ბაბუამ.
საზეიმო ღონისძიებები კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.