"პარტიის დაფინანსებაზე ატეხილი "ქოცური" ნარატივის გამეორება ზოგიერთი ოპოზიციონერის მიერ, სხვა არაფერია თუ არა "ოცნების" “მესიჯბოქსში” და სცენარში მონაწილეობა. "- ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ამ ძალიან მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პერიოდში ამ თემაში შეყოლას არ ვაპირებ, მაგრამ უნდა ითქვას…

პარტიის დაფინანსებაზე ატეხილი "ქოცური" ნარატივის გამეორება ზოგიერთი ოპოზიციონერის მიერ, სხვა არაფერია თუ არა "ოცნების" “მესიჯბოქსში” და სცენარში მონაწილეობა. 

ახლა გეტყვით ჩვენს პოზიციას - ჩვენგან არჩეული დეპუტატების ხელფასები ჩახსნილია. რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ეს არის ბიუჯეტის თანხა და მისი გაჩერება მოხდება მომენტალურად, როგორც კი მანდატების გაუქმებაზე ჩვენი განცხადებები

დაკმაყოფილდება. მანამდე კი, ამ მცირე თანხას მოვახმართ საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულების და უამრავი ადამიანის

მხარდაჭერას, რასაც ისედაც ვაკეთებთ. 

პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის ფულს არანაირი კავშირი არ აქვს. 

P.S. როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. არ მინდოდა ეს პოლემიკა, მაგრამ როცა "ოცნების"

“მესიჯბოქსით” საუბრობ, დაე ღიად გაირკვეს, ვინ ვინაა და ვის თამაშს თამაშობს. 

ან, ვის აწყობს ახლა "ოცნების" მიმართ ამერიკული შტურმის გადაფარვა და 29 დეკემბრის წინ ამომრჩევლის დაბნევა?!"

ნიკა გვარამია: "სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს. აი, მესმის"