საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები მნიშვნელოვან რესურსებს მოახმარენ. 2022 წელს ევროკავშირში წესრიგსა და უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ხარჯებმა მშპ-ს 1,7 პროცენტს მიაღწია.

ევროსტატის მონაცემების თანახმად, 2023 წელს პოლიციელის ყოველთვიური ბრუტო ხელფასი მერყეობდა 699 ევროდან ბულგარეთში 5761 ევრომდე დანიაში. ეს მაჩვენებლები ეხება 35 წლის უმაღლესი განათლების არმქონე და არასრული უმაღლესი განათლების მქონე მამაკაც პოლიციელს, რომელსაც აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება და რომლის სამუშაო კვირაც 36-საათიანია.  
 


პოლიციის ინსპექტორებისა და დეტექტივების ხელფასები ასევე მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროპის მასშტაბით და ყველაზე დაბალია ბულგარეთში - 1316 ევრო და  ყველაზე მაღალი დანიაში - 6 351 ევრო. ეს მაჩვენებლები წარმოადგენს 40 წლის მამაკაცის შემოსავალს, რომელსაც აქვს 15 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით და მუშაობს კვირაში 36 საათს.  


მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით შედგენილ ხელფასების რეიტინგში პირველ და ბოლო ადგილზე მყოფ ქვეყნებს შორის სხვაობა 5000 ევროდან 3200 ევრომდე მცირდება.


ევროსტატის თანახმად, ევროკავშირში საშუალოდ 341 პოლიციელი იყო 100 ათას კაცზე. ყველაზე ნაკლები პოლიციელი ფინეთშია - 137 ყოველ 100 ათასზე, ყველაზე მეტი კი კვიპროსში - 550 ყოველ 100 ათასზე.

ევროკავშირში, ყოველი მეხუთე პოლიციელი ქალია. ლუქსემბურგი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პოლიციელ ქალებს მეტ ხელფასს უხდიან, ვიდრე პოლიციელ კაცებს ლუქსემბურგში ქალი პოლიციელების ხელფასი, შესაბამისად, 4 405 ევრო და 5 511 ევროა, კაცი პოლიციელების კი - 4 191 ევრო და 5 243 ევრო.