საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე გამოფენა „სოხუმი“ უკვე ელექტრონულად არის ხელმისაწვდომი.

ექსპოზიცია მოიცავს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქის XIX-XX საუკუნეებში გადაღებულ ფოტოებს და სოხუმის ისტორიასთან დაკავშირებულ სხვა საარქივო დოკუმენტებს.

ექსპონატებში ასახულია ქალაქის არქიტექტურული განვითარების ისტორია, წარმოდგენილია გამორჩეული ამბები სოხუმის საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრებიდან. 

გამოფენა ხელმისაწვდომის ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/sokhumi-1/sokhumi-1