საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ფოტოგრაფ კონსტანტინე ზანისის კოლექცია ონლაინსივრცეში გამოაქვეყნა.
ეროვნული არქივის ვებგვერდზე წარმოდგენილი ცნობილი ფოტოგრაფის 140-მდე ფოტო ასახავს 1900-1905 წლებში საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარებას; მათ შორისაა: მეფუტკრეობა, მევენახეობა, მეაბრეშუმეობა, მეჩაიეობა, მეცხოველეობა.
ამასთან, ონლაინკოლექციაში შედის კონსტანტინე ზანისის მიერ გადაღებული ძველი თბილისის ხედები.
კოლექცია ხელმისაწვდომის ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/konstantine-zanisis-kolektsia-1