საქართველოში დანიის საელჩო კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"დანიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისგარდაცვალების გამო.
ათწლეულების განმავლობაში მისი უწმინდესობა იყო საქართველოს სულიერი წინამძღოლი და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო. მისი მოღვაწეობა ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების დაცვაში ისტორიული მნიშვნელობისაა.
ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და ქართველ ხალხს ამ დიდ დანაკლისს", - აღნიშნულია დანიის საელჩოს სამძიმრის წერილში.




