ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის 2025 წლის 6 ივნისს წარმოდგენილი განცხადება/საჩივრის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 (16) მუხლის საფუძველზე.
აღნიშნული გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციული საქმის მასალები დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა.
„„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის 2025 წლის 6 ივნისის განცხადება-საჩივრის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო ადმიმისტრაციული საქმის წარმოება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 176-ე პრიმა მუხლის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას მის მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული მასალები წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უახლოეს დღეებში დაიწყებს საქმის განხილვას. ეს მასალები მოიცავს დაახლოებით 18 პირს, მათ შორის სამართალდარღვევის ფაქტები არის დაახლოებით 40-მდე. დამატებითი დეტალებისგან ეტაპზე თავს შევიკავებთ, საქმის მასალებთან დაკავშირებული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება საქმის მიმდინარეობის ეტაპზე. მტკიცებულებებით გაჯერებულია და ის ფაქტობრივი გარემოებები სრულად დადასტურებულია, რაც ასახულია სამართალდარღვევის ოქმებში“, – განაცხადა შს სამინისტროს სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, მარიამ კერესელიძემ.