„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების თემაზე მიმდინარე ხმაურიან დაპირისპირებას იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ბევრი მსჯელობა არაა მგონი საჭირო, რაიმე კანონი, ინიციატივა, ქმედება გვაშორებს ქვეყნის მთავარ, ისტორიულ მიზანს ე.ი. მავნებლობაა, ღალატია და არაკონსტიტუციურია. მესმის მსგავსი კანონი არსებობს ამერიკაში და რუსეთშიო. პირველი იცავს ამერიკას 1938 წლიდან ნაცისტური, საბჭოთა და ტერორისტული საფთხეებისგან. მეორე კანონი „იცავს“ რუსეთს ამერიკის და ევროკავშირისგან. ჩვენს ქვეყანაში კანონი „დაიცავს“ ქვეყანას ასევე ამერიკისგან და ევროკავშირისგან მომავალი საფრთხეებისგან. ლოგიკა მარტივია - კანონი მაშასადამე რუსულია. #გაიწვიეთკანონპროექტი"