სერგო 35 წლისაა ის უკრაინელია და ახლა, როცა მთელ საქართველოში სიცხე 40 გრადუსამდე ადის გადაწყვიტა სიგრილეში დაესვენა და გუდაურს მიაშურა . სხვა დღეებზე არ ვეკითხებით, მხოლოდ იმ დღის დეტალებზე ვუსვამთ კითხვებს, როცა დატყვევებულ არწივებს მიაგნო :
,,6 აგვისტოს დილის 6 საათზე გუდაურში გავედი სასეირნოდ. უბრალოდ მუსიკას ვუსმენდი. ერთ მომენტში შინაური კატა დავინახე, როგორ გადარბოდა გზაზე , ყელსაბამით. გზის პირა სამშენებლო მასალებთან მივიდა და რაღაცას ეძებდა.
დამაინტერესა, მოვიხსენი ყურსასმენები, მივედი, ავიყვანე კატა ხელში და იქვე სამშენებლო მასალებს შორის არსებული პატარა სივრცე გამოჩნდა, რომელიც ხის ფირფიტით იყო დაფარული . როცა ფირფიტა ავწიე , ორი არწივი დავინახე. ერთი ყვიროდა, მეორე კი პირდაპირ მიყურებდა.' - იხსენებს სერგო და თავადაც ვერ წარმოედგინა არწივების ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის 5 უწყების ჩართვა თუ მოუწევდა.
,, არ ვიცოდი იმ მომენტში რა უნდა გამეკეთებინა. დავხურე ყველაფერი და გავაგრძელე გზა, მაგრამ მთელი გზა ამ ფრინველებზე ვფიქრობდი. გულწრფელად შემეცოდნენ. გადავწყვიტე პოლიციისთვის მიმემართა.
დილა იყო , უთენია, როცა პოლიციის განყოფილებაში მივედი, გავაღვიძე მორიგე, ვაჩვენე ვიდეო და მითხრა, რომ იცნობს ამ ადამიანებს და მათ საბუთები აქვთ ფრინველებზე. რას ვიზამდი. გავედი, მაგრამ მშვიდად ვერ დავრჩი."- ამბობს სერგო და იხსენებს, როგორ ეძებდა გამოსავალს, როგორ ვერ დაუჯერა პოლიციელს და როგორ გადახარშა გონებაში ყველა მეგობრის კონტაქტი, ვინც კი შეძლებდა დახმარებას.
დაურეკა მეგობარს. სთხოვა რომ გარემოსა დაცვის სამსახურს, ორგანიზაციებს და სხვადასხვა უწყებებს დაკავშირებოდა და მისი ვიდეო გაეგზავნა მათთვის არწივებზე. მეგობრებმა ყველა უწყება ჩართეს, დაურეკეს გარემოს დაცვის ინსპექციას , საბუკოს, CENN-ს. სერგოს მალევე დაუკავშირდა გდი-ს ოპერატორი, შემდეგ კი — თანამშრომელი. გაუგზავნა ვიდეოცა და ლოკაციაც, თან ყველა უწყებას სათითაოდ უხსნიდა ყველაფერს.
,,13:00 საათზე ისევ გავედი გარეთ, რომ მენახა რა ხდებოდა. ადგილზე რომ მივედი — არწივები აღარ იყვნენ. ვიფიქრე, რომ ვიღაცამ წაიყვანა.მთელი დღე დავდიოდი, ვეძებდი ფრინველებს, მაგრამ ვერსად ვიპოვე. საღამოს 7 საათზე დატყვევებული ფრინველების ადგილთან ახლოს, რომ გავიარე დავინახე პოლიციისა და გარემოს დაცვის სამსახურის მანქანა. მივხვდი, რომ ის ადამიანები იპოვეს, ვისაც არწივები ყავდათ დატყვევებული", - ჰყვება სერგო და დასძენს, რომ მაშინვე მიხვდა რომ არანაირი საბუთი არ იარსებებდა თავისუფლებას მოყვარული არწივების ტყვებოაში ყოფნის გასამართლებლად. ახლა მხოლოდ იმის დარდი ქონდა არწივებს რა ბედი ეწიათ
,,დავურეკე გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელს. მითხრა, რომ დაკავებულ ადამიანებს ფრინველების გადამალვა მოუსწრიათ და ახლა არწივებს ვეძებთო. ვერ ვისვენებდი, ღამის22:30-ზე აივანზე გავედი და დავინახე იგივე მანქანები. ისევ დავურეკე. მითხრეს „ვიპოვნეთ არწივები. ახლა მანქანაში არიან და თბილისში მიგვყავს ხვალ დილით ზოოპარკში იქნებიანო.“- სერგომ პოლიციისა და გდი-ს თანამსრომლებს ორ ირამ სთხოვა: მიიღოს მონაწილეობა, როცა არწივებს ზოოპარკში გაუშვებენ და არსად ფიგურირებდეს მის შესახებ ინფორმაცია.
სერგო მებრძოლი აღმოჩნდა, იბრძოლა ფრინველებისთვის, სპეციალისტები ფიქრობენ რომ გათავისუფლებული არწივები ან ბექობის ჯიშს განეკუთნებიან ან სტეპის არწივებს. საქართველოში რამდენიმე სახეობის არწივია, მათ შორის ყველაზე ძვირფასია ბექობისა და მთის (სტეპის) არწივები. მათი უმრავლოსობა გადაშენების პირასაა და საქართველოს ,,წითელი წიგნის“ სახეობათა ნუსხაშია შესული.
მარიკო წიქორიძე, ორგანიზაცია CENN: ,,CENN ყოველთვის ცდილობს ტყის დამოუკიდებელი მონიტორინგის ფარგლებშიც და განსაკუთრებით ასეთი შემთხვევების დროს მაქსიმალურად იყოს მობილიზებული და რეაგრიება მოახდინოს მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ შემთხვევაშიც, როგორც კი მოგვმართეს არწივებთან დაკავშირებით, არამხოლოდ გავეცით რეკომენდაციები, არამედ მაქსიმალურად ჩავრთეთ ჩვენი ბენეფიციარებიც. ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურობა და ჩართულობა. მოვუწოდებთ ყველას! მსგავსი შემთხვევების დროს მოგვმართეთ CENN -ის რეგიონულ კორდინატორებს ან ცენტარლურ ფილიალებს (ტელ ნომერი ოდმფისის), დაეკონტაქტეთ გარემოს დაცვია ინსპექციას ნომერზე 153, პოლიციას და იცოდნეთ, რომ არ არსებობს რაიმე საბუთი გარეული ცხოველებისა თუ ფრინველების დასატყვევებლად.
საერთაშორისო წითელი ნუსხის მიხედვით ბექობის არწივს "მოწყვლადის" კრიტერიუმი აქვს მინიჭებული. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცოტა ინდივიდია დარჩენილი. ბოლო წლებში მათი პოპულაცია საქართველოშიც შემცირდა: 20-30 წლის წინ ამ ფრინველის 50 წყვილი აღირიცხა, ახლა კი მხოლოდ 9 ბუდეა დარჩენილი.
არწივების დამტყვევებელი რუსი მოქალაქეები ახლა პოლიციის განყოფილებაში არიან. ჯერ უცნობია რა ბედი ეწევათ მათ და რას გამოიძიებს პოლიცია.
არწივები კი უკვე თავისუფლები თბილისში არიან .