ფილოსოფოსმა ანა ქირიამ "იმედის" ეთერში ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ადამიანის გონებაც სწორედ ისე მუშაობს, როგორც ხელოვნური ინტელექტი.
"ზოგიერთ ადამიანს ჰგონია რომ ხელოვნური ინტელექტი 21-ე საუკუნის, ბოლო წლების წარმოქმნილია, სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტის წარმოშობა 19-ე საუკუნიდან მოდის. თუმცა ახლა მიიჩნევა რომ ახლა არის ამის აღზევების პერიოდი. ყველას პირზე აკერია, დიდი ქვეყნის მთავრობებით დაწყებული, ჩვეულებრივი ადამიანებით დამთავრებული. რაში გამოიხატება აღზევება, ამ ხელოვნური ინტელექტის სისტემებს თანდათანობით შეუძლია მოახდინოს უფრო ძლიერი და სრულყოფილი იმიტაცია და სიმულაცია ადამიანური ინტელექტისა. და იმდენად ძლიერია ეს სიმულაცია კითხვაც კი ჩნდება სად გადის ზღვარი რეალობასა და სიმულაციას შორის. იქნებ და ჩემი ტვინიც არის ასეთი კომპიუტერი. ყველა ადამიანი ჩვენს თავს რომ დავაკვირდეთ და ჩვენი აზროვნების მუშაობას. მე მოვიყვან ჩემს თავს მაგალითად, აქ ( გადაცემაში) მოვედი კონკრეტულ თემაზე სასაუბროდ ეს წინაპირობად რას გულისხმობს, მე უნდა მიმეღო შესაბამისი ინფორმაცია, მერე გადავამუშაო და შემდეგ გავვარჯიშდე ამაში. ამ პროცესში რამ რამეს გამოვყოფ: პირველი, ეს არის შენი მეხსიერება რომელიც იტევს ამ ყველაფერს, მეორე არის გადამუშავების სიჩქარე, მესამე გადამწყვეტი არის ტრანსფორმაციის უნარი. ტრანსფორმაციის უნარი რა არის: მე რა ინფორმაციაც მივიღე იმას კი არ ვლაპარაკობ ახლა აქ, მე შემწევს იმის უნარი ეს გარდავქმნა და შევქმნა ახალი შინაარსი.
ანუ გამოდის რომ ვისაც აქვს უფრო დიდი მოცულობის მეხსიერება, უფრო დიდი სიჩქარე გადამუშავების, უფრო ძლიერი ტრანსფორმაციის უნარი, ის უფრო მაგარი ტვინია ან ადამიანი კომპიუტერია.ამას აკეთებს ხელოვნური ინტელექტიც და ადამიანის გონებაც. ესეიგი რა გამოდის, მე შეიძლება რეალობაში იმ საგანთან, რაზეც უნდა ვილაპარაკო, შეხებაში საერთოდ არ მოვდიოდე, არც მესმოდეს ის საგანი, მაგრამ მე მქონდეს ინფორმაცია და ამ ინფორმაციის მანიპულაციის გზით მე შევქმნა შთაბეჭდილება კომპეტენციისა - ხელოვნური ინტელექტი ამას აკეთებს და ჩვენი უმეტესობის გონებაც ასე მუშაობს.
ხელოვნური ინტელექტი მე მაძლევს იმის საშუალებას,რომ დავფიქრდე, ჩემი გონება როგორ მოქმედებს, მე ვინ ვარ, იქნებ მეც ასეთი კომპიუტერი ვარ.ჩემი გონება რა არის და რითი გამოვირჩევი მე მისგან და რა არის ბუნებრივი ადამიანური ინტელექტი“ - ფილოსოფოსი ანა ქირია




