ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” კლინიკურმა დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ ტვ პირველთან საუბრისას განაცხადა, რომ კლინიკის თანამშრომელმა საპირფარეშოში იმშობიარა, შემდეგ კი ბავშვს ყელი გამოჭრა. მისი თქმით, ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია, დედასთან კი ფსიქიატრი მუშაობს.

"ღამე ტუალეტში შესულა და უმშობიარია… მკვდარია ეს ბავშვი რომ ნახოთ, ყელი აქვს გამოღადრული… რომ ატყდა ჩოჩქოლი და არ გამოვიდა საპირფარეშოდან, ამ ქალსაც უამრავი სისხლის დანაკარგი, მერე ატყდა ერთი ამბავი… ბავშვი ცოცხალია, მაგრამ როგორი მდგომარეობაა იცით, ყელი აქვს გამოღადრული ამ ბავშვს… ფსიქიატრს დავუძახეთ, დაცვა დავაყენეთ, რომ თავი არ მოიკლას" - თქვა უნგიაძემ.