სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა, - განუცხადა ჟურნალისტებს ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ მის 70 წლის საიუბილეო საღამოზე.

„დღევანდელ დღეს, 70 წლის გავხდი. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ბევრ სიხარულს მოგვიტანს. ძალიან ნიჭიერი თაობა მოვიდა და ჩვენ, ვეტერანები ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე ვდგავართ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბიჭები დიდ წარმატებას მიაღწევენ.

კიდევ და კიდევ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას“, - აღნიშნა ალექსანდრე ჩივაძემ.