ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა  სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.

ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ  ბრალდებულმა  მეზობლად მცხოვრებ დაზარალებულს  2024 წლის 20 აგვისტოს  დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.

ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად  გაიზიარეს პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები,  რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.