გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N69-70 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის მოწყობა დაასრულა.
სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, გაკეთდა ტენისის მაგიდა, სავარჯიშო სივრცე, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე - 91 ხე და 200 ბუჩქი. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 418 833 ლარი დაიხარჯა.
დასრულებულ პროექტს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კალაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.