ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N1-1ა კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების შედეგად, სკვერში განთავსდება საპარკო ავეჯი, მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონა. სპორტული აქტივობების მოყვარულთათვის დასასვენებელ სივრცეს შეემატება მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო კუთხე, კალათბურთის მინი მოედანი. სკვერში განათების და სარწყავი ქსელები მოეწყობა.

სამუშაო პროცესის დასკვნით ეტაპზე სკვერი გამწვანდება. გეგმის თანახმად, დაირგვება 51 ხე და 107 ბუჩქი.

დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 521 613 ლარს შეადგენს.
 
სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ქუალითი“ აწარმოებს.