მუხიანის II მიკრორაიონის N7-9 კორპუსებთან სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები დაახლოებით, 4 350 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება.
ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის 103 ხე და 300 ბუჩქი.
გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.