ხაშურში, ტაბიძის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ნაწილობრივ დაიგო დეკორატიული ფილები, გაკეთდა განათებები, დამონტაჟდა სკეიტბორდის მოედნის, ფანჩატურების, საბავშვო ატრაქციონებისა და შადრევნის კონსტრუქციები.
„პარკი ქალაქის ცენტში მდებარეობს და ყველა ხაშურელის, განსაკუთრებით ახალგაზრდების საყვარელი ადგილია, ამიტომ სივრცის გალამაზება და კომფორტულად მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც სტანდარტებს შეეფერება, საბავშვო ატრაქციონების კუთხეს კაუჩუკის მინდორი ექნება, დამონტაჟდება დასასვენებელი სკამები, გაგრძელდება ქვაფენილის დაგება, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და შეიღებება ცენტრალური შემოსასვლელი.
მუდმივად ვიზრუნებთ სკვერის ყვავილებით გაფერადებაზეც და ამ მიმართულებით სამუშაოებს „ა(ა)იპ „წყლისა და გამწვანების კომპანია“ ჩაატარებს,“- აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა. პროექტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ერთობლივად აფინანსებს. მისი ღირებულება 1 234 777 ლარს შეადგენს.