განახლებულ სარეკრეაციო სივრცეში მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მინი-მოედანი. განახლდა შადრევანი, სარწყავი და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდა თანამედროვე განათება.
მრავალფეროვანი გახდა პარკის დენდროლოგიური ნაწილი, დაირგო ახალი და მოწესრიგდა უკვე არსებული მრავალწლოვანი მცენარეები.
სკვერი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
პარკის რეაბილიტაცია 1 250 736 ლარი დაჯდა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.