მოსკოვის ბასმანის სასამართლომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის განხორციელებაში ბრალდებულ ოთხივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდეს, მუჰამადსობირ ფაიზოვს და შამსიდინ ფარიდუნის სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ ტერორიზმის ბრალდებით. სხდომის უმეტესი ნაწილი დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.
ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 137-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი. საქმეზე სულ 11 ადამიანია დაკავებული. მანამდე, ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.