შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მეუღლე კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარა.  

თინა ბოკუჩავამ დღეს განაცხადა, რომ მის მეუღლეს რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ და გაიტაცეს. თუმცა, სამართალდამცავი უწყებისთვის არ მიუმართავთ. 

კოტე იოსელინი გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა. 

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც გაიტაცეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს - ჩემს მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ და გაიტაცეს - უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელზედაც კოტემ ფაქტიდან სამ დღეშივე საჯაროდ მოიხადა ბოდიში, გატაცების რეალური მიზეზი არ არის

კოტე იოსელიანმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს: გულწრფელ ბოდიშს ვიხდი უტა ივანიშვილს - ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი