"პარიზელთა რიგებში მორიგი დუბლის ავტორი, ქართველი შემტევი, სამშაბათს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში კვლავ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ეს ის ტემპია, რომელიც გუნდმა მომავალ კვირას, მიუნხენშიც უნდა შეინარჩუნოს." - წერს გამოცემა.

"და მაინც, რატომ უნდა იყოს აკრძალული იმ წარმატებული სიმბოლური მეტსახელის გადმოტანა, რაც ასე კარგად მუშაობს? " - ამ კითვით იწყებს სტატიას გავლენიანი ფრანგული გამოცემა და შემდეგ აგრძელებს: ხვიჩა კვარაცხელიას პარიზში მეტსახელი ჯერ კიდევ არ აქვს და სანამ მას უფრო შესაფერის სახელს მოვუძებნიდეთ, სჯობს ვისესხოთ ის მემკვიდრეობა, რომელიც ხვიჩას  ნეაპოლმა დაუტოვა, რათა სრულად გამოვხატოთ მისი ტალანტი და ის წონა, რომელიც მან იტალიურ ფეხბურთში გამოჩენისთანავე შეიძინა.

მართალია, დიეგო არმანდო მარადონას არასდროს უთამაშია პსჟ-ს ფერებში, თუმცა მისი ქართველი „ბიძაშვილი“  „კვარადონა“, ამ ფორმას განსაკუთრებული ღირსებით ატარებს მას შემდეგ, რაც გასული წლის იანვრიდან ამ გუნდის შემადგენელი ნაწილი გახდა.

თუკი ვინმეს რამეში კიდევ ეჭვი ეპარებოდა,  „შვიდიანმა“ ეს ეჭვები სამშაბათს საღამოს საბოლოოდ გაფანტა. ჩემპიონთა ლიგის ეს ნახევარფინალი ტურნირის ისტორიაში უკვე შევიდა, როგორც ლეგენდარული მატჩი — თავისი წარმოუდგენელი ინტენსივობითა და სცენარით, რომელმაც მთელი სტადიონი სიგიჟის ზღვარზე მიიყვანა.