თბილისის სააპელაციო სასამართლოში “სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე” მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიას საჩივარი განხილვა დასრულდა. სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
2025 წლის 12 მარტს, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე კორუფციული დანაშაულისთვის მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 300 000 ლარის ოდენობით
მოგვიანებით, თემურ ჯანაშიამ განაცხადა: "ჩემი და პრეზიდენტ სააკაშვილის უდანაშაულობა დამტკიცდება"