თელავის მუნიციპალიტეტში, 23 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ის სამსახურში არ გამოცხადდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ თავი მოიკლა. სუიციდის მიზეზად რამდენიმე ვერსია განიხილება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.