„ეს იყო კლასიკური გატაცება, მისი ყველა შემადგენელი ფორმით. ეს მოხდა ჩემს სახლთან, ძალადობის ფონზე. იყო რამდენიმე ადამიანი, როგორც ფილმებში გაქვთ ნანახი, დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს იმ სერიის გაგრძელება იყო, როდესაც ხალხს სახლებთან ხვდებიან და ძალადობენ, თუმცა მანქანაში შეთრევისა და თვალებზე პირბადის მაგვარი რაღაცის წამოცმის შემდეგ მივხვდი, რაშიც იყო საქმე. გადამიყვანეს ჩემი სახლიდან არც ისე შორს, ვვარაუდობ, რომ ეს არის საბურთალოს ტერიტორია, კიდევ ბევრ რამეს ვვარაუდობ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ვარაუდებია." - ამის შესახებ გამოკითხვის დაწყებამდე კოტე იოსელიანმა მედიასთან განაცხადა.
" შემდეგ იყო ის მოთხოვნა, რა მოთხოვნაც ჩემი მხრიდან შესრულდა, რადგან მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე პრინციპულ ან მორალურ კომპრომისზე წავედი, ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა ბოდიში მოხდილი და ხელმეორედ ბოდიშის მოხდა არ ჩავთვალე დიდ ამბად, იმ ფონზე, რა ფონზეც მიმდინარეობდა ეს კომუნიკაცია და რა საკითხებზეც მიდიოდა საუბარი. ეს იყო ჩემს შვილებზე, მათ გადაადგილებაზე, მათ ვაკის პარკში სიარულის განრიგზე და ა.შ. ცხადია, რომ ეს არ არის ის თემა, სადაც ერთი კონკრეტული მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უსამართლობასა და ძალადობაზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის პოლიტიკური მდგენელის მქონე აქტი და ამას შესაბამისი პოლიტიკური შედეგები ექნება. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ დაგეგმა, რატომ დაგეგმა, რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მე გულწრფელი ბოდიში მართლა მქონდა მოხდილი. მინდა, უტა ივანიშვილს მივმართო, თუკი ამ საკითხზე, რაიმესთან დაკავშირებით გინდა ჩემთან საუბარი, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები, სისულელეა უბრალოდ ამაზე საუბარი. ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ის სპეცსამსახურები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, მოისმინონ ჩანაწერები, განახორციელონ ადევნება, თვალთვალი და ასევე ხელი შეუწყონ ისეთ ჯგუფებს, რომლებთანაც მე მქონდა კომუნიკაცია, რომ მათ თავისუფლად იმოქმედონ და შეასრულონ ის დავალებები, რაც შეასრულეს.
მე მქონია გარკვეული შეხება სამართალდამცავ სტრუქტურასთან, ამით ვამაყობდი და ვიამაყებ, თუმცა დღესდღეობით შსს არ არის ორგანო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას ემსახურება. აქ მოსვლის მოტივაციაც არ მქონდა, რადგან ზუსტად ვიცი, ეს პროცესიც, რაც აქ გაიმართება, იქნება უბრალო ფორმალობა, რომელსაც მათ კანონი ავალდებულებს. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ შსს მოქალაქეების, მით უმეტეს ასეთი პოლიტიკური საკითხის შესახებ რეალურ გამოძიებას ჩაატარებს“, – განაცხადა კოტე იოსელიანმა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მეუღლე კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარა. მაგრამ, იოსელიანი უწყებაში არ მისულა.
თინა ბოკუჩავამ გგანაცხადა, რომ მის მეუღლეს რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ და გაიტაცეს. თუმცა, სამართალდამცავი უწყებისთვის არ მიუმართავთ.
კოტე იოსელინი გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც გაიტაცეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს - ჩემს მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ და გაიტაცეს - უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელზედაც კოტემ ფაქტიდან სამ დღეშივე საჯაროდ მოიხადა ბოდიში, გატაცების რეალური მიზეზი არ არის
კოტე იოსელიანმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს: გულწრფელ ბოდიშს ვიხდი უტა ივანიშვილს - ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი