ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:

"⛈️ 19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. 

❗️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)."- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში