თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა. 

„ჩემს ინტერესშია, გამოძიებასთან თანამშრომლობა. ჩემს მეგობარზეა საუბარი. დანაშაული არ ჩამიდენია. მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიების პროცესში.  სიმართლე დადგინდება, გარემოების ბრალია“, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა სასამართლო სხდომაზე. 

პროკურატურამ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსი ახვლედიანს  ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის  დაჭრის საქმეში, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალი წარუდგინა. 

ადვოკატის თქმით ალექსი ახვლედიანი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. ლალი აფციაური თქმით, დღეს რომ თორნიკე რიჟვაძის სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს იმის დამსახურებაა, რომ ალექსი ახვლედიანმა დროულად და უსწრაფესად იმოქმედა

პროკურატურის ბრალდებით, თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალეკო ახვლედიანის "გლოკის" იარაღი, რომელიც დაუდევრად იყო დატოვებული შემინულ ფანჩატურში, გაიტანა საძინებელში და თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში

"ბრალთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ასეთია, ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა სპეციალურ "ქეისში", დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში. ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია არ ვიცი, მაგრამ მე რაც მაქვს ნანახი და შემდეგში ალბათ თქვენთვისაც გახდება ცნობილი, სურათებიდან გამომდინარე, ეს არის იზოლირებული, ჩვეულებრივი შენობა, უბრალოდ შემინულია და იკეტება მისი კარი.

ეს "ქეისი" ჰქონდა დატოვებული ამ ოთახში და ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ არის იქ კამერების ჩანაწერები და ალბათ გასაჯაროვდება, ნახავთ თქვენი თვალით. კამერები იყო დამონტაჟებული და ამოღებული აქვს გამოძიებას ჩანაწერები, სადაც ჩანს ყველაფერი რეალურად, ნათლად, რასაც მე თქვენ ახლა გიყვებით. 

ინახავდა სპეციალურ "ქეისში", რომელსაც ატარებდა თან და არ მგონია, რომ სპეციალური ქეისით ვინმე დადიოდეს სააბაზანო ოთახში. დატოვა დახურულ სივრცეში. 

არ მიიჩნევს, რომ მან დაუდევრად დატოვა, იმიტომ რომ თავის საცხოვრებელ სახლში, დახურულ, ჩაკეტილ სივრცეში აქვს დატოვებული". - განაცხადა ლალი აფციაურმა მედიასთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალური ინფორმაციით, 2025 წლის 7 ივლისს საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსში, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა - გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მოგვიანებით უწყებამ გაავრცელე ინფორმაციას, რომ თორნიკე რიჟვაძის დაჭრის საქმეში, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დააკავა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსი ახვლედიანი