აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამ დრომდე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

"დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება გამომდინარე იქიდან, რომ დროულად და უსწრაფესად იმოქმედა. სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, თავისივე საკუთარი მანქანით გადაიყვანა. წამები წყვეტდნენ ამ სიტუაციას, არ დაიბნა, დროულად და უშუალო ჩარევით შენარჩუნდა მისი სიცოცხლე.
რაც შეეხება ბრალის წარდგენას, დღეს მოხდება, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში. დაზუსტებული დრო ამ ეტაპამდე არ არის ჩემთვის ცნობილი“, - განაცხადა ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალური ინფორმაციით, 2025 წლის 7 ივლისს საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსში, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა - გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მოგვიანებით უწყებამ გაავრცელე ინფორმაციას, რომ თორნიკე რიჟვაძის დაჭრის საქმეში, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დააკავა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსი ახვლედიანი 

პროკურატურა ახვლედიანისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენია.