აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამ დრომდე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების თქმით 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალური ინფორმაციით, 2025 წლის 7 ივლისს საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსში, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა - გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მოგვიანებით უწყებამ გაავრცელე ინფორმაციას, რომ თორნიკე რიჟვაძის დაჭრის საქმეში, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დააკავა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსი ახვლედიანი 

დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ალექსი ახვლედიანი ბრალი წარუდგინა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თ.რ. სტუმრად იმყოფებოდა, ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის ა. ა.-ს სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თ.რ.-მ მალულად აიღო ა. ა.-ს კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ა.ა.-ს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.


სამართალდამცველებმა ა.ა. იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსი ახვლედიანის ადვოკატის თქმით, დღეს რომ თორნიკე რიჟვაძის სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს იმის დამსახურებაა, რომ ალექსი ახვლედიანმა დროულად და უსწრაფესად იმოქმედა