აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.
„დიდი სიყვარულით ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების დღეს.
განუსაზღვრელია მისი უწმინდესობის როლი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე. მადლობა მას განვლილი გზისთვის, უდიდესი ღვაწლისთვის. დიდხანს სიცოცხლეს და მხნეობას ვუსურვებ". - აცხადებს მილოცვაში თორნიკე რიჟვაძე.