დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ რეგიონის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფუნდამენტური ფაქტორია ტურიზმი სწრაფი აღდგენა.
,,გასულ წელთან შედარებით გვაქვს ტურისტული ნაკადების 25% ზრდა აჭარაში, შესაბამისად, 4 მლნ-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა რეგიონში და ტურისტული ნაკადების რაოდენობა 4-ჯერ არის გაზრდილი ბოლო 11 წელიწადში. ასევე, მდგრადია შემოსავლები ტურიზმიდან, რაც გვაძლევს საშუალებას ბიუჯეტი დავგეგმოთ იმ ძალისხმევით, ყველა იმ ღონისძიებით, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის, ტურისტული ლოკაციების შექმნას, ტურისტული ატრაქციების მოწყობას. ასევე აღვნიშნავ, რომ მაღალმთიან აჭარაში გვაქვს მნიშვნელოვანი 20 % იანი ზრდა ტურისტული ნაკადების, შესაბამისად, სწორი მარკეტინგული ძალისხმევით და საიმიჯო ღონისძიებებით შევძლებთ, რომ აჭარა გადავაქციოთ ოთხი სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ტურისტების ვიზიტების რაოდენომა რეგიონში 2012 წლის მონაცემებთან შედარებით დაახლოებით ოთხჯერ არის გაზრდილი. ხოლო 9 თვის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 25.3%-ით. მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტებზსე ვიზიტების რაოდენობა კი 20% -ით გაიზარდა.