შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, ცოტა ხნის წინ მოხდა.

 არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, შემდეგ კი გაჩერებულ მანქანას.

ძლიერი შეჯახების შედეგად მანქანა ამოტრიალდა, მძიმედ დაშავებული ქვეითი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.