თელავში ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ალაზნის გამზირზე მოხდა.
შეჯახების შედეგად დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოტოციკლს მართავდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა.
„აიპრესი“ დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.