თბილისი - ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით,  ტრაილერის 

მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ტრანსპორტი მოცურდა და ოთხ მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, ტრაილერი გადაბრუნდა ავტომობილებს დაეცა.

ავარიის შედეგად მიღებული ტრავმებით 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი  დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია, თბილისი- ბაკურციხის მაგისტრალი დროებით გადაკეტილია.