უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კურტ უოლკერის თქმით, უკრაინა უნდა დათანხმდეს ქვეყნის დაყოფას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის დაყოფის მაგალითისამებრ და აღიჭურვოს მოთმინებით.
იუთუბ არხ The Cipher Brief-თან ინტერვიუს დროს კურტ უოლკერმა უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო სცენარებზე ისაუბრა.
დასაწყისში მან აღნიშნა ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალმა კიტ კელოგმა, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ტრამპის გეგმის სარეალიზაციო სავარაუდო დროდ 100 დღე დაასახელა.
მნიშვნელოვანია, რომ მან 100 დღე ახსენა. გვახსოვს, საპრეზიდენტო კამპანიის დღეებში ტრამპი ხშირად იმეორებდა, რომ უკრაინაში ომს ერთ დღეში დაასრულებდა. ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს რთული საკითხია. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ ომის შეწყვეტაზე პუტინის იძულება, მოლაპარაკებაზე დათანხმებაზე უკრაინის იძულება, ამ მიმართულებით გონივრული პოზიციის დაკავებაზე უკრაინის იძულება არაა რთული. პუტინს სურს ძალაუფლების ხელში ჩაგდება და უკრაინის, როგორც ცალკე ეროვნული იდენტობის განადგურება და აი, ამაშია სირთულე და ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია უსწრაფესად პრობლემის მოგვარების იდეის ნაცვლად 100 დღის ხსენება, - თქვა უოლკერმა.
საყურადღებო და გასათვალისწინებელია ზელენსკის მიერ შობის დადგომამდე გაკეთებული განცხადების მთავარი პრინციპები: ერთი მხრივ, ცეცხლის შეწყვეტა და მეორე მხრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების, მათ შორის, 2022 წელს ომის დაწყებამდე ოკუპირებული ყირიმის და დონეცკის ოლქის ტერიტორიების არაღიარება სხვა ქვეყნის ტერიტორიად და ამავდროულად, უკრაინის მიერ ამ ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნებაზე უარის თქმა - ისინი მათ შემოერთებას ხანგრძლივ დროზე გათვლილი დიპლომატიური, პოლიტიკური და სხვა საშუალებებით შეეცდებიან - და პუტინის განმეორებით თავდასხმისგან დაცვის სანდო გარანტიების მიცემა უკრაინისთვის, - აღნიშნა უოლკერმა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე იძულების და რაიმე სახის რეგულირებაზე დათანხმების ამერიკული მხარის არსენალში არსებულ საშუალებად ენერგეტიკული რესურსები დაასახელა.
მისი თქმით, შეერთებული შტატების მიერ ნავთობის და გაზის მოპოვების გაზრდა გამოიწვევს ფასების შემცირებას იქონიებს გავლენას პუტინის სამხედრო ბიუჯეტზე და შესაძლებელი გახდება, ამჟამად სენატში განხილვის პროცესში მყოფი, რუსეთიდან გაზის და ნავთობის ექსპორტის შეზღუდვისკენ მიმართული სანქციების ამოქმედება და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯის მიუხედავად ჯერ კიდევ არსებული ხვრელების ამოქოლვა.
კითხვაზე, რას გულისხმობს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება და ხომ არ ნიშნავს ეს არაღიარება, რომ უკრაინა კვიპროსის მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდება, უოლკერმა უპასუხა:
„საუკეთესო მაგალითი - აღმოსავლეთ გერმანია. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს მოკავშირე სახელმწიფოებმა დასავლეთ გერმანიის და დასავლეთ ბერლინის ოკუპაცია მოახდინეს, რუსეთმა თუ საბჭოთა კავშირმა კი აღმოსავლეთ გერმანიის და თუმცკი გფრ-ის კონსტიტუცია ყოველთვის იყო ჩანაწერი გერმანული მიწების გაერთიანების შესახებ, ყველა თანხმდებოდა, რომ ეს არ მოხდებოდა სამხედრო გზით".
მან კიდევ ერთი პარალელი ბალტიის ქვეყნებთან გაავლო და თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უელესის 1940 წლის დეკლარაციით არ აღიარა საბჭოთა კავშირის მიერ მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში განხორციელებული ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის იძულებით მიერთება და ამ პოლიტიკას ატარებდა მთელი ცივი ომის პერიოდის განმავლობაში და საბოლოოდ, 1991 წელს, ამ ქვეყნებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა.
ანუ ჩვენ განვიხილავთ სცენარს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 50 წლის განმავლობაში? - იკითხა წამყვანმა.
დიახ, ამას დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ ჩვენ დავრჩით პრინციპულ პოზიციაზე, რომ ეს არ იყო ომი ამ ქვეყნების დასაბრუნებლად ან აღმოსავლეთ გერმანიისა და დასავლეთ გერმანიის გაერთიანებისთვის, ეს იყო მოთმინება და დაჟინება.