თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში სპორტული მოედნის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი, ღირებულებით - 106 074 ლარი, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის 30 აპრილს, სპორტული მოედნის მშენებლობის პროექტი მიმდინარე წლის 7 ივლისს დასრულდება.

პროექტის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია,საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმიასთან და პირველ მოადგილე, ბადრი ქუთელიასთან ერთად გაეცნო.

სპორტული მოედნის მშენებლობის სამუშაოები ასევე დასრულების ეტაპზეა ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საოდიშარიოს უბანსა და ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ისულაში.

ქალაქს კიდევ ორი სპორტული მოედანი შეემატა - დედის და ღვინჯილიას ქუჩებზე დასრულდა სპორტული მოედნებისა და ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები.