რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, სოფელ ოზურგეთისა და სოფელ მელექედურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
საგზაო პროექტის ღირებულება 2 483 895 ლარს შეადგენს, რომლის მიხედვით გაკეთდა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები და მიმდინარეობს 3 535 მეტრი-სიგრძის გზის რეაბილიტაცია. პროექტში ასევე გათვალისწინებულია შიდა უბნების მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.
სამუშაო პროცესს ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.




