ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ საბა ოდიშარიამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს ომში დაღუპული გმირი მფრინავის, ალექსანდრე წურწუმიას ბიუსტი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
მეორე მსოფლიო ომში სენაკიდან 5 996 ადამიანი წავიდა, მათგან მხოლოდ 3 530 დაბრუნდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ.