სამტრედიის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ლოკაციაზე სანიაღვრე არხების აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ლადო ზაქრაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთაბ, ზურა გოგიასთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თედორაძესთან ერთად გაეცნო.


აღსანიშნავია, რომ მოუწესრიგებელი და ამორტიზებული სანიაღვრე არხები პრობლემებს განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს ქმნიდა. აღნიშნული არხი მუნიციპალიტეტის სანიაღვრე სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძია. პროექტების დასრულების შემდეგ კი, მაცხოვრებლებისთვის წლების მანძილზე არსებული პრობლემები  მოგვარდება.