საქართველოს მთავრობამ პრემიერ მინისტრის  ინიციატივით, მიიღო გადაწყვეტილება 2022-2026 წლებში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მასშტაბური ღონისძიებები დაიწყოს. პრემიერის გადაწყვეტილებით ქვეყნის მასშტაბით 800-მდე სკოლაში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა და აშენდება 80-მდე სკოლა. სამტრედიაში ამ მხრივ აქტიური პროცესები უკვე დაიწყო. სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით სამუშაოები გეგმის ფარგლებში ხორციელდება

მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება მე-12 საჯარო სკოლაში, მე-4 და ნაბაკევის საჯარო სკოლების მშენებლობა. სამშენებლო  სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ჩხენიშისა და მე-2 საჯარო სკოლის შერწყმულ სკოლაში.

დღეს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე მაჟორიტარ დეპუტატთან, გივი ჭიჭინაძესთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირათ თევდორაძესთან ერთად რამდენიმე ობიექტზე იმყოფებოდა.

➡️☑️ თითქმის დასრულების ფაზაშია იანეთში 75 ბავშვზე გათვლილი  
საბავშვო ბაღის მშენებლობა. ამჟამად მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. პროექტი
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ყველა  თანამედროვე სტანდარტს უპასუხებს, კეთილმოეწყობა ეზო, სადაც განთავსდება ატრაქციონები და სათამაშო მოედანი.


დავით ბახტაძე - ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2022 წელს, მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით და მათ საჭიროებებზე მორგებული სამასამდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ამჟამადაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები.
ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით როგორ ყველა მიმართულებით, ასევე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტები გვაქვს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მხრივ. პროექტებო გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს."