მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი და სამკერდე ნიშანი, რამდენიმე ათეული წელი საგანმანთლებლო სივრცეში ღირსეული მოღვაწეობისთვის, მე-10-ე საჯარო სკოლის გერმანული ენის ღვაწლმოსილ პედაგოგს ლია მაღულარიას, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საგანმანთლებლო რესურსცენტრის დირექტორმა თინათინ ხარძიანმა და კულტურის სამსახურის უფროსმა ნატალია მანჯგალაძემ გადასცეს.
შეხვედრის დროს ასევე ისაუბრეს სკოლის ინფრასტრუქტურის საკითხებზე და ქალბატონ ლიას, მოღვაწეობისთვის, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.
დავით ბახტაძე - ,, მოხარული ვარ, რომ დღეს მე-10 საჯარო სკოლაში ვიმყოფები, სადაც ბევრი წარმატებული პედაგოგი მოღვაწეობს. მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს და პროფესიულ გავნითარების ცენტრს, რამეთუ აღნიშნა პედაგოგის დამსახურება.ვულოცავ, ქალბატონ ლიას დამსახურებულ ჯილდოს. ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო იქნება სტიმული სხვა დანარჩენი პედაგოგებისთვის, წარმატებები მინდა ვუსურვო ყველა პედაგოგს პროფესიულ საქმიანობაში."
საგანმანთლებლო რესურსცენტრის დირექტორი თინათინ ხარძიანი -,, მოხარული ვარ, რომ საგანმათლებლო სივრცეს კიდევ ერთი დამსახურებული პედაგოგი შეემატა და წარმატებული პედაგოგების რიცხი უფრო და უფრო იზრდება. ამაყი ვარ და მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ პედაგოგს და განათლების სამინისტროს.