საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც საზოგადო მოღვაწის, საგანმანათლებლო დაწესებულების ფუძემდებლის, ალექსანდრე ცხვედაძის ნეშტის გადასვენების საკითხს ეხებოდა.
"ჩვენი მიზანია, პატივი მივაგოთ გამორჩეულ ადამიანს, ალექსანდრე ცხვედაძეს, რომლის სახელი სამუდამოდ უკავშირდება საგარეჯოში პირველი საგანმანათლებლო სივრცის შექმნას და განვითარებას.ბატონმა ალექსანდრემ არა მხოლოდ დააარსა და განავითარა საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ აღზარდა თაობები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში.
გასულ წელს, მაღალი აკადემიური მოსწრების ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებისთვის მისი სახელობის სტიპენდია დავაწესეთ, წელს ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიას მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებიც მიიღებენ, " - აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.
ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს