რეგიონული თეატრების XI საერთაშორისო ფესტივალმა, სენაკში, ორი დღის მანძილზე, რუმინეთის თეატრ ,,ტუდორ ვიანუს”, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის, გორის გიორგი ერისთავის სახელობის, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო და ლიეტუვას ტელშიაის ჟემაიტის დრამატული თეატრების დასებს უმასპინძლა.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტისა და ფოთის მერიების მხარდაჭერით იმართება.

ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია, ნინელი ჭანკვეტაძე, დირექტორი - თენგიზ ხუხია.

ინფორმაციას სენაკის მერია ავრცელებს.