ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში ჩასვლისთანავე გააკეთა.
შოტლანდიაში ჩასულმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მკვეთრად გააკრიტიკა ქარის ენერგეტიკის მასშტაბები და ევროპის მიგრაციული პოლიტიკა. გლაზგოს პრესტვიკის აეროპორტში Air Force One-ს დაშვების შემდეგ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კონტინენტისთვის ორი გზავნილი ჰქონდა.
„ეს იმიგრაცია ანადგურებს ევროპას“ და თუ ევროპა არ შეაჩერებს ამ „საშინელ შემოჭრას“, ევროპა აღარ იარსებებს. „და მეორე რამ: შეაჩერეთ ქარის ტურბინები“, ისინი „ანადგურებენ თქვენი ქვეყნის სილამაზეს“, „ანადგურებენ თქვენს ულამაზეს მინდვრებსა და ხეობებს და კლავენ თქვენს ფრინველებს“, ისინი ასევე აზიანებენ ოკეანეებს, - თქვა მან.