ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში 90 ეკომიგრანტ ოჯახს თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინები გადაეცათ.
ეკომიგრანტ ოჯახებს ახალი, ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ სოციალურ პროექტებზე და აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის, პროექტების დასრულების შემდგომ, 2000-ზე მეტ ოჯახს ექნება კეთილმოწყობილი ბინა.
„სოციალური სახლების მშენებლობა არ არის ერთჯერადი ინიციატივა. ამ ეტაპზე, რამდენიმე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი გვაქვს. კერძოდ, ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს სოციალური სახლების ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2026 წელს კი, ქედაშიც დაგეგმილი გვაქვს სოციალური სახლის მშენებლობა. ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონის განვითარებას პასუხისმგებლობიანი, პრინციპული და მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკით,“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მთავრობის თავმჯდომარემ ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად, ბოლქვაძეების ოჯახს სიმბოლურად ახალი სახლის გასაღები გადასცა.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ




